რადიო
,,ათინათი’’ analytics.google.com -
ის მონაცმებზე დაყრდნობით 2016 წლის 10 ყველაზე ნახვად მასალას
გაგაცნობთ.
მოშინაურებული მახრჩობელები ჭიჭინავების ოჯახში (ვიდეო)
ზუგდიდში, ჭიჭინავების ოჯახში 3 მცირეწლოვან ბავშვთან, ძაღლთან და
თევზებთან ერთად ორი მახრჩობელა იზრდება. კლეოპატრა და ტუტანხამონი
ჯერ ორი წლისანი არიან, თუმცა მათი სიგრძე უკვე თითქმის 3 მეტრს
აღწევს.
ჭიჭინავების ამ გატაცებას მეზობლები თავდაპირველად სკეპტიკურად
უყურებდნენ, თუმცა უკვე შეეჩვივნენ და კონტაქტსაც არ ერიდებიან.
ჰოლანდიური ტიტების პირველი
სათბური საქართველოში (ვიდეო)
ნათია გოგოხიას ყვავილები საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკვე
იყიდება. როგორ დაიწყო ახლგაზრდა ქალმა ტიტების მოშენება და რას
გეგმავს ის მომავალში ნახეთ
სიუჟეტში.
ძალადობა ოჯახში თუ სახელმწიფოს
გულგრილობა - რატომ მოიკლა თავი 16 წლის გოგონამ
მაშინ, როდესაც ქვეყანა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგობის
კვირეულისთვის ემზადება, ზუგდიდის ცენტრში, ბოტანიკური ბაღის
ტერიტორიაზე, 16 წლის გოგონა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
მანამდე, მარიამ მორგოშიას სუიციდის მცდელობა ორჯერ ჰქონდა.
მეზობლების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, გამოძახებული იყო
სამართალდამცავი ორგანოები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა,
შემდგომში, არასრულწლოვნის მდგომარეობით სახელმწიფოს არცერთი უწყება
არ დაინტერესებულა.
დიდინეძის მოსახლეობა წუხანდელი
ინციდენტის შესახებ საუბრობს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში "ქართული ოცნებისა" და
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ
დაპირისპირებას ადგილობრივები შეესწრნენ. მათ რადიო
"ათინათთან" საუბარში წუხანდელი ფაქტის
დეტალები გაიხსენეს და მომხდარი
შეაფასეს.
პატარა ზუგდიდელი მოცეკვავე
ინტერნეტსივრცეს იპყრობს (ვიდეო)
დათუნა ბუკია ორი წლის ასაკიდან ცეკვავს. მისი ამ გატაცების შესახებ
ზუგდიდში ბევრმა იცის, სკოლაში კი განსაკუთრებული სიყვარულით და
პოპულარობით სარგებლობს. დათუნა ცეკვებს რეპეტიციის გარეშე,
სპონტანურად დგამს.
მის ვიდეოებს სოციალურ ქსელებში მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ნახვა,
მოწონება და გაზიარება აქვს.
ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდიდან
ხმაურის ფონზე გააცილეს (ვიდეო)
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეგიონული მედიის
წარმომადგენლებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ზუგდიდში,
კომბინატის კულტურის სახლთან, „ამი-2014“ -ის 20-მდე მუშა,
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ივანიშვილთან
შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება
არ მისცეს. თავის მხრივ, ყოფილი პრემიერი აქციის მონაწილეებს არ
შეხვდა, თუმცა ჟურნლისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ საკითხით
დაინტერესდებოდა.
„კარგი იქნება, თუ ვინმე მისამართს ან ტელეფონს გაიგებს, გავერკვევი
და მეც ვიკითხავ, რატომ არ მისცეს ხელფასი ამ ადამიანებს“, -
განაცხადა ივანიშვილმა.
ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა სან
დიეგოს უნივერსიტეტის გრანტი მოიპოვეს (ვიდეო)
მეორე წელია ამერიკაში ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტის
დიპლომის მიღება საქართველოში არსებული სამი უნივერსიტეტის ბაზაზეა
შესაძლებელი.
წელს სამეგრელოში სან- დიეგოს უნივერსიტეტის სრული დაფინანსება ორმა
აბიტურიენტმა მიიღო.
New York Times-ის ვიქტორინაში
ზუგდიდელმა ექიმმა გაიმარჯვა (ვიდეო)
ინტერნეტში სამედიცინო თავსატეხების ძიებისას ზუგდიდელმა თერაპევტმა
მალხაზ ჯალაღონიამ ცნობილი გამოცემის - ნიუ იორკ თაიმსის ვიქტორინა
ერთი წლის წინ იპოვა. იგი პასუხებს პერიოდულად აგზავნიდა და
მოულოდნელად გამარჯვებულიც გახდა. ნახეთ
სიუჟეტი.
ვახუშტი მენაბდის მარანი გურიაში
(ვიდეო)
კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ სოფელ შემოქმედში საკარმიდამო
ნაკვეთი შეიძინა და წელს გურული ჯიშის - ჩხავერის 750 ძირი ვაზი
ჩაყარა.
მარანის გარდა, მენაბდე „ძველი სულის შენარჩუნების პირობით“, სახლისა
და ნივთების განახლება - რესტავრაციას გეგმავს.
ზუგდიდელი მოსწავლე ლონდონის
ბაქსვუდის ბანაკში გაემგზავრება (ვიდეო)
ზუგდიდელი ელენე ფიფია წელს ბაქსვუდის ლონდონის ინგლისურენოვან
საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. ის პრინც მიურატის სახელობის ქართულ
- ფრანგული კოლეჯის მე-10 კლასის მოსწავლეა.
ელენე ბაქსვუდში მას შემდეგ მოხვდა, რაც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის
გამარჯვებული გახდა.
მასალის გამოყენების პირობები