რეგიონი
საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს მთავარი პროკურატურა ბექა (საბი) ბერიანის მკვლელობასა და ბიანკა შიგუროვას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილისთვის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბრალდებული ძალადობაში, განზრახ მკვლელობაში, ცეცხლის წაკიდებით ჩადენილ სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში დამნაშავედ ცნო.

"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ლევან კოჭლაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Print