რეგიონი
ჭკადუაშში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა (ვიდეო)
ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირებული გზა დღეს სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მოადგილესთან, მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გახსნა. ასფალტო-ბეტონის საფარის პარალელურად სანიაღვრეებიც მოეწყო.

გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 430 000 ლარი შეადგინა.

ჭკადუაშის საავტომობილო გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო. პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობამ მიმართა.


Print