პოლიტიკა
ოთარ კახიძე: "ენმ"-ის ყრილობის ლეგიტიმურობა საფრთხის წინაშეა
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ოთარ კახიძის თქმით, ყრილობისთვის მთელი რიგი საკითხები არ არის გაწერილი, რადგან პოლიტსაბჭოს სხდომა მისი წევრების ნაწილის ბოიკოტის გამო არ შედგა.

სერიოზული იურიდიული ხარვეზები იკვეთება ამ მხრივ. ვერ გეტყვით, რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს თუ სამართლებრივი საკითხები ვერ მოგვარდება. მაშინ შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ, თუ რამდენად ცნობენ იმ შედეგებს, რომელსაც ყრილობა დადებს", - განაცხადა კახიძემ.
Print