რეგიონი
საქართველოს გასულ წელს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია
საქართველოში 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 7,6%-ით გაიზარდა. ქვეყანას სარეკორდო რაოდენობის, 6 350 825 ტურისტი ეწვია. ამ თემაზე თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ისაუბრა.

„რეკორდი მოიხსნა როგორც ტურისტების რაოდენობის მხრივ, ასევე იმ შემოსავლების მხრივ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა და ამ შემოსავალმა 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა", - აღნიშნა ჩოგოვაძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა შორის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩასული პირები ლიდერობენ.

Print