რეგიონი
სანდრა რულოვსის ინიციატივით სოციალურად დაუცველებმა საჩუქრები მიიღეს
ფონდ SOCO-ს, ზუგდიდის ყოფილ გამგებელ ალექსანდრე ქობალიას და პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის ინიციატივით მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფებმა და სოციალურ სტატუსგაუქმებულმა ოჯახებმა, დღეს საშობაოდ სასაჩუქრე პაკეტი მიიღეს: ფქვილი, შაქარი, მაკარონი, ლიმონათი, ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი, შედედებული რძე, ტომატი, კანფეტი, მაიონეზი, მჟავე კიტრი, თევზის კონსერვი, ყავა, ჩაი, ორცხობილები - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომლებიც ამ ოჯახებს გადაეცა. გარდა ამისა, ბავშვებს წიგნები და სათამაშოები დაურიგდათ. მათ სანდრა რულოვსს წერილით მიმართეს.


Print