1 იანვარს ხანძრის შედეგად დაღუპული მურმან გაბეჩავას ოჯახი დახმარებას მიიღებს									
			
		
						
			
			
			
								ზუგდიდის გამგეობა სოფელ ჯიხაშკარში, ახალი წლის ღამეს, ხანძრის
შედეგად დაღუპული
მურმან გაბეჩავას დაკრძალვის ხარჯებს
გაიღებს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაზარალებულ
ოჯახს 3 ათასი ლარი გადაერიცხება. 
ახალი წლის ღამეს, სოფელ ჯიხაშკარში, გაბეჩავების საცხოვრებელ სახლს
ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც სახლი მთლიანად დაიწვა.
ხანძარს ოჯახის ერთ-ერთი წევრის მურმან გაბეჩავას სიცოცხლე
ემსხვერპლა. ამჟამად დაზარალებული ოჯახი, სამ მცირეწლოვან შვილთან
ერთად, დამხმარე ნაგებობაში ცხოვრობს.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები