რეგიონი
აფხაზეთის მაცხოვრებლები რეაბილიტირებულ ხიდზე და გადაადგილებაზე საუბრობენ (ვიდეო)
ენგურის ხიდზე სექტემბრის თვეში დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები თითქმის დასრულდა. ხიდის რეაბილიტაცია აფხაზეთის მაცხოვრებლებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ გარკვეული მანძილის გავლა ისევ ფეხით ან ურმით უწევთ. ადგილობრივების თქმით, 10 ადგილიანი მიკროავტობუსი სამგზავროდ მათ არ ჰყოფნით და ტრანსპორტიც, ხშირ შემთხვევაში, ე.წ საზღვართან არ ხვდებათ.

მიკროავტობუსი ენგურის ხიდზე 2016 წლის 23 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახმარებით დაინიშნა და ის მოსახლეობას უფასოდ ემსახურება.
Print