რეგიონი
კახა კალაძე - საინტერესო წინადადება გაჟღერდა „გაზპრომის“ მხრიდან
'საქართველომ „გაზპრომისგან“ „საინტერესო წინადადება“ მიიღო, რომელზეც საქართველოს მთავრობა დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებს", - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

,,მინდა გითხრათ, რომ ეს წინადადება არის ბოლო შემოთავაზება. ვფიქრობ, საინტერესოა, დღეს მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით. ძირითადად საუბარი იყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წინა შეხვედრაზე იმდენად განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან, რომ საერთოდ საუბარს აზრი არ ჰქონდა, თუმცა ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული შემოთავაზება საინტერესოა და ამაზე ვიმსჯელებთ.“

Print