რეგიონი
მოსკოვში აფხაზური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა
9 იანვრიდან მოსკოვის სკოლაში „Capital School“ აფხაზური ენის შემსწავლელი ინდივიდუალური და მინი - ჯგუფები ამოქმედდა. ამის შესახებ „აფსნიპრესს“ მოსკოვის აფხაზური დიასპორიდან აცნობეს. 

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, აფხაზური ენის სწავლება ინტერაქტიულ ფორმაში წარიმართება. „მსურველები ენის საფუძვლების დაუფლებას „ბეჭდური ნიშნების, აუდიო და ვიდეო - მასალების გამოყენებით, მოკლე დროში შეძლებენ“, - წერს გამოცემა.



Print