რეგიონი
ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა (ვიდეო)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 47 დევნილ ოჯახს ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი გადასცა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბინების გასაღებები დევნილებს, ლტოლვითა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მისცეს.

დევნილები აქამდე დემურიას ქუჩაზე ადმინისტრაციული დანიშნულების შენობაში, რთულ პირობებში ცხოვრობდნენ. შენობის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „თი- ემ-მა“ განახორციელა, რომლის ღირებულებამაც  1 711 630 ლარი შეადგინა.

დემურიას ქუჩაზე არსებული ორმოცდაშვიდი ბინიდან 14 ერთოთახიანი, 27 ოროთახიანი და 6 სამოთახიანია.
Print