რეგიონი
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% დაუსაქმებელია
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის'' კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. გამოკითხულთა 34% კი თვლის, რომ  დასაქმებულია. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, 2010 წლის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებლები სტაბილურია.

NDI-ის კვლევამ ასევე უჩვენა, რომ გამოკითხულთა 72%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 18%-ისთვის ეს მიუღებელია. რაც შეეხება ნატო-ს, მასში გაწევრიანებას გამოკითხულთა 61% უჭერს მხარს, 25% კი წინააღმდეგია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირი ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

Print