რეგიონი
გამგებელი საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში მოსახლეობას შეხვდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლი ლაშა გოგია ადმინისტრაციული, სოციალური, ჯანდაცვის, მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივებსა და კოკის მოსახლეობას შეხვდა. გამგებელმა  მათგან საჭიროებები მოისმინა და მათ პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას დაპირდა.

"ხშირად მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმ პროექტების თუ პროგრამების შესახებ რასაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ საკეთილდღეოდ ახორციელებს, შესაბამისად შეხვედრებს გამგეობის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რათა მოსახლეობას კონსულტაციები გაუწიონ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უპირველესი ამოცანა მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვაა, რასაც წარმატებით ვახორციელებთ და მომავალშიც განვახორციელებთ“.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავენ.
Print