რეგიონი
შამადელა -ნარაზენის დამაკავშირებელი გზა შეკეთდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი გზის ის მონაკვეთი დაათვალიერა, რომელსაც რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდება.

სოფლის საავტომობილო გზა უკვე წლებია ავარიულია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. პროექტის ღირებულება 2 880 000 (ორი მილიონ რვაას ოთხმოცი ათასი) ლარია.
Print