რეგიონი
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 % მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობს
კითხვაზე - ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში?65 %-მა იმ გამოკითხულებიდან, ვინც მონაწილეობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო, სწორი პასუხი გასცა, 8% -მა - არასწორი, ხოლო 25%-მა უპასუხა, რომ არ იცის. გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირი ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

Print