რეგიონი
სანდრა რულოვსი და ექიმების ჯგუფი სამეგრელოს ეწვევა
საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ფონდ soco-ს ექიმების მობილური ჯგუფი, სანდრა ელისაბედ რულოვსის ორგანიზებით, 21-22 იანვარს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეწვევა. მედიკოსები უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ. ასევე დარიგდება მედიკამენტები.

ექიმები ადგილობრივებს უფასოდ 21 იანვარს - სოფელ ზედაეწერში, ხოლო 22 იანვარს სოფელ კახათში გასინჯავენ.
Print