რეგიონი
შავ ზღვაში მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული თვითმფრინავი იპოვეს
რუსული ტუ-154-ის ვარდნის ადგილზე, სამძებრო სამუშაოების მსვლელობისას, მაშველებმა შავი ზღვის აკვატორიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული თვითმფრინავი და სამი საავიაციო ჭურვი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ სამართალდამცველების ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოცემა „აფსნი.ლაიფი“ იტყობინება.

გერმანული გამანადგურებელი ზღვის ფსკერზე სანატორიუმ „ზნანიეს“ რაიონში იპოვეს. გამოცემის ინფორმაციით,ამ დროისათვის, ჭურვების განადგურების და ზღვის ფსკერიდან თვითმფრინავის ამოღების საკითხები განიხილება.


Print