რეგიონი
აბაშის მუნიციპალიტეტში მდინარე ნოღელაზე ხიდი აშენდა
აბაშის მუნიციპალიტეტში 15 მეტრიანი ხიდი მოსახლეობას საძოვართან და სასოფლო-სამეუნეო სავარგულებთან აკავშირებს. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ადგილობრივების გარდა, ხიდით სოფლების - ძველი აბაშისა და ნოოხაშის - მოსახლეობაც ისარგებლებს.

დასრულებული სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

პროექტის მთლიანი ღირებულება 14 446 ლარია და სამუშაოები შპს „აბაშის საგზაო სამმართველომ“ შეასრულა.

Print