რეგიონი
,,პრაქტიკული რჩევები პოლიციასთან ურთიერთობისას’’ - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში ''ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' წარმომადგენლებმა მძღოლებს ბუკლეტები ,,პრაქტიკული რჩევები პოლიციასთან ურთიერთობისას’' დაურიგეს.

ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, აქციის მიზანია საზოგადოების თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებიც მართავენ ავტომობილს, იცოდნენ იმ უფლებების შესახებ, რომელიც მათ პოლიციასთან ურთიერთობის დროს გააჩნიათ.

,, მოქალაქეების ცნობიერება უნდა ამაღლდეს. უნდა გაიგონ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ სამართალდამცავი ორგანოები მათთან ურთიერთობის დროს და საპირისპიროდ - თავად რა ზომებს უნდა მიმართონ, თუ ირღვევა მათი უფლებები თავად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ‘’- განაცხადა ''საია-ს'' ზუგდიდის ოფისის თანამშრომელმა მარიამ გოროზიამ.

შეგახსნებთ, 2017 წლის 16 და 17 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო რეიდები ჩაატარა, რომლის განმავლობაშიც არაერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა, ასევე, არაერთ ქმედებაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

Print