პოლიტიკა
ტრამპის ინაუგურაციის დროს საპროტესტო აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პარალელურად გამართულ კონტრაქციაში  ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „არა ტრამპს“. მათ  ვაშინგტონის ცენტრში მდებარე მაღაზიებისა და კაფეების მინები დაამსხვრიეს.

პოლიციამ აქციის ყველა აგრესიულად განწყობილი მონაწილე დააკავა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. გასული წლის 8 ნოემბერს დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.


Print