რეგიონი
აფხაზეთს ენგურჰესიდან ელექტრომომარაგება აღუდგა
ტყვარჩელში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის შედეგები აღმოფხვრილია, - ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. ამ დროის განმავლობაში, მთლიანად გათიშული იყო სოხუმი და კიდევ 5 რაიონი.

ელექტროენერგია, მხოლოდ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებს, რუსეთის ფედერაციიდან მიეწოდებოდა.

ავარია 22 იანვარს აჩიგვარას 220 კვ-იანი ელექტროგადამცემ ხაზზე მოხდა.


Print