რეგიონი
ყოფილი მოხალისე ახალკახათის მოსახლეობაში კვლევას ატარებს
ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტი ირაკლი ჯიქია, მობილურ ჯგუფთან ერთად, სოფლის მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს იკვლევს.
"კვლევის შედეგები მოგვცემს ინფორმაციას, თუ რამდენად აქვთ სოფლის მცხოვრებლებს ცნობები მიმდინარე პროგრამების შესახებ, რამდენად არიან დასაქმებულები და რა სფეროში. სოფელში 450-ზე მეტი ოჯახია და ვაპირებთ მივაკითხოთ აბსოლუტურად ყველა ოჯახს, რათა მივიღოთ რეალური შედეგები. ვიზიტებს თებერვლის შუა რიცხვებისთვის დავასრულებთ. მარტის ბოლოსთვის კი მონაცემებს დავდებთ",- განაცხადა რადიო "ათინათთან" ჯიქიამ.

კვლევის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რის შემდეგაც, მოსახლეობის საჭიროებისამებრ, პრობლემების გადაჭრის გზებსა და ამისთვის საჭირო რესურსებს მოიძიებენ.

ინიციატივის ავტორი ირაკლი ჯიქია გასულ წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის "საქართველოს მოხალისე" რჩეული იყო.

წლის "საქართველოს მოხალისე" ზუგდიდელი ირაკლი ჯიქია გახდა


Print