რეგიონი
პროკურატურა ცერცვაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქის, გიორგი ცერცვაძის უკრაინაში დაკავების გამო განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ. უწყების ცნობით, უკრაინის პროკურატურას გადაეცა ყველა შესაბამისი ინფორმაცია მის შესახებ და განმარტება, რომ მიზანშეუწონელია ცერცვაძის გადაცემა რუსული მხარისთვის. 

„საქართველოს პროკურატურის მიერ გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რათა არ განხორციელდეს გიორგი ცერცვაძის გადაცემა მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის,” - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

კიევის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება.
Print