რეგიონი
ზუგდიდში ანაკლია-განმუხურის განვითარების გეგმაზე იმსჯელეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში USAID -ის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) პროექტ „ზრდა საქართველოში“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. 

"ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ახორციელებს პროექტს "ზრდა საქართველოში", რომელიც აქტიურად არის ჩართული ანაკლია-განმუხურის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და თანამშრომლობს GEM fest-თან. 5 წლიანი პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში კვალიფიციური კადრების გადამზადებას და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა რეგიონში"", - განაცხადა USAID-ის პროექტ "ზრდას" მრჩეველმა ბიზნესის განვითარების საკითხებში ნათია გაბელიამ.

წელს ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში, მუსიკალური ფესტივალი 14 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტოს დასრულდება. ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე გაშენდება კარვების ქალაქი, რომელიც 20 000 ადამიანზე იქნება გათვლილი. მოეწყობა 8 სცენა, სადაც 500-ზე მეტი არტისტი წარსდგება მაყურებლების წინაშე.



Print