რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, დარჩელის, კიროვისა და ახალკახათის მოსახლეობას შეხვდა.

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 48 ტერიტორიული ერთეულია, გადავწყვიტე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდე მოსახლეობას, ადგილზე გავეცნო მათ პრობლემებს და ადგილზევე გადავჭრა ის, რისი გადაწყვეტაც შესაძლებელია“- აღნიშნა ლაშა გოგიამ.

შეხვედრაზე მოსახლეობამ გამგებელს ძირითადად შიდა საუბნო გზების, თხილის მავნებელი მწერებისა და სოციალური პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართა. როგორც გოგიამ მათ განუმარტა, მუნიციპალიტეტის გამგეობა მიმდინარე წელს სპეც-ტექნიკის შეძენას გეგმავს, რაც შიდა საუბნო გზების პრობლემის მოგვარებას გააადვილებს.

გამგეობის ცნობით, თხილის მავნებლების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია. დგინდება მონაცემები და მოსახლეობა შესაწამლ პრეპარატებსა და აპარატურას სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებს, შეწამვლის პროცესი კი მაისის თვიდან დაიწყება.

Print