რეგიონი
საია-ს ზუგდიდის ოფისში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდის ოფისში პროექტის, ,,ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის’’ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლი ქალების სამართლებრივ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში, მათ თავშესაფარში მოთავსებას.

,,ეს პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდება გაეწიოს არა მარტო სამართალებრივი კონსულტაცია და შევუდგინოთ დოკუმენტები, არამედ მათ დავეხმაროთ სასამართლოში ალიმენტთან დაკავშირებით, შვილის მიკუთვნილებასთან დაკავშირებით, ასევე დამცავი და შემაკავებელი ორდენის გაცემასთან დაკავშირებით,’’- აღნიშნა ,,საიას’’ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.

სერვისის ეფექტურობისთვის ონლაინ ბაზა შეიქმნება, სადაც მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას შეიყვანენ. ამ ბაზის საშუალებით მას დროულ დახმარებას აღმოუჩენენ.  იგი ასევე  გადამზადების კურსებსაც გაივლის, რაც  ხელს შეუწყობს მის დასაქმებას.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობა 24 თვეა.

Print