რეგიონი
კახა კალაძე - 15 თებერვალს ჩვენ ვგეგმავთ „ენგურჰესის“ გაჩერებას

ენერგეტიკის მინისტმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 15 თებერვალს ,,ენგურჰესი''გაჩერდება. საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის

გაჩერების მიზეზი გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელებაა.

„15 თებერვალს ჩვენ ვგეგმავთ „ენგურჰესის“ გაჩერებას. დავათვალიერებთ გვირაბს, რადგან 2018 წლისთვის იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით იყო საუბარი კონკრეტულ საკითხებზე. 2018 წელს, ალბათ, გარკვეული დროით მოგვიწევს „ენგურჰესის“ გაჩერება, რადგან მოხდეს სრული რეაბილიტაცია“, - აღნიშნა მან.

ენერგეტიის სამინისტროს ინფორმაციით, კახა კალაძემ ქალაქ მინსკში, კომპანია ”ჩერნომორენერგოს” წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

 

 

 

 

Print