პოლიტიკა
პრეზიდენტმა კანადაში, კორეასა და ყაზახეთში ახალი ელჩები დანიშნა
გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ.  2017 წლის 1 მარტიდან კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ასევე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კონსტანტინე ქავთარაძე დაინიშნა, ხოლო კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი. მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობას ზურაბ აბაშიძე დაიკავებს.

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომ ელჩებმა სახელმწიფოს მეთაურისაგან ძალიან კონკრეტული ინსტრუქციები მიიღეს, თუ რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ამ სახელმწიფოებში მათი მუშაობის დროს.

Print