რეგიონი
ასლან ბასარია: აფხაზეთში ელექტროენერგიის მარაოსებრი გამორთვები არ იქნება
აფხაზეთში ელექტროენერგიის მარაოსებრი გამორთვები არ იქნება. ამის შესახებ კომპანია  „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ განაცხადა. 

"მთელს აფხაზეთს აღელვებს საკითხი, რომელიც აფხაზეთის ელექტრომომარაგებას ეხება. გარკვეული დროით გამოირთვება ენგურჰესის კომპლექსი... მისი გაჩერება კვლევითი სამუშაოების და სადერივაციო გვირაბის მონიტორინგს უკავშირდება, რომელიც ჯვარის წყალსაცავს აფხაზეთში განლაგებულ გენერაციასთან აკავშირებს“, - განცხადა ბასარიამ.

„ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლის განცხადებით, სარემონტო სამუშაეობი 2018 წელს არის დაგეგმილი. მან იმედი გამოთქვა, რომ სპეციალისტები, რომლებიც გვირაბს დაათვალიერებენ, მალევე აღმოფხვრიან დაზიანებებს.

მისი თქმით, მხოლოდ მონიტორინგის და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ გაირკვევა, თუ რა ვადით გამოირთვება ელექტროსადგური 2018 წელს.

"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ელექტროენერგიას რუსეთი მოგვაწვდის, ამ თვის 15 რიცხვიდან ანგურჰესი შეჩერდება, ხოლო, სამ კვირაში, ჩვენი გენერაცია ჩაირთვება, თუმცა, წყლის რაოდენობა მაინც არ არის საკმარისი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ახლა რუსეთთან ვთხოვთ, რომ 2 თვის განმავლობაში მათგან გადმოვქაჩოთ ელექტროენერგია", - განაცხადა მან.

ასლან ბასარია ჟურნალისტებს აფხაზური, რუსული და ქართული მხარის მონაწილეობით მინსკში გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა, რომელზეც ენგურჰესში სარემონტო სამუშაოების პერიოდში, რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდებაზე იმსჯელეს.

მოლაპარაკებების შედეგების თანახმად, რუსეთი აფხაზეთს 350 - დან 500 მილიონამდე რუბლის ოდენობის ელექტროენერგიას მიაწვდის.

ენერგეტიკოსების მუშაობაზე საუბრისას, ბასარიამ აღნიშნა, რომ დიდთოვლობას აფხაზეთში სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია.





Print