რეგიონი
აფხაზეთში გატაცებული გერონტი ცატავა გალის იზოლატორში იმყოფება

გალის რაიონში გატაცებული გერონტი ცატავა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს

უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ის აფხაზებმა „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს და გალის იზოლატორში გადაიყვანეს. უწყებამ აღნიშნული ინფორმაცია „ცხელი ხაზის“ საშუალებით დაადგინა. სუს-ი აღნიშნულ საქმეზე ცხელი ხაზის მეშვეობით აგრძელებს მუშაობას.

„თუ არ მოხდა გერონტი ცატავას უახლოეს პერიოდში გათავისუფლება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის საკითხს 22 თებერვალს ჩანიშნულ გალის შეხვედრაზე განიხილავს“
, - აცხადებენ უწყებაში.


მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალის რაიონის მცხოვრები გერონტი ცანავა 4 დღის წინ გაიტაცეს. მისი მეუღლის თქმით, სახლში 6 შეიარაღებული პირი შეიჭრა და მისი ქმარი წაიყვანეს. დედას კი უთხრეს, თუ ოჯახი მათთან 200 ათას ლარს არ მიიტანს, მის შვილს 10 - დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამტაცებლებმა ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ისინი აფხაზეთის მილიციიდან იყვნენ.

 

 

Print