რეგიონი
ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას შეძლებენ
ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრება უვიზოდ გაზაფხულიდან შეეძლებათ. მათ ევროკავშირის 22, 4 არაწევრ და 4 კანდიდატ ქვეყანაში 180 დღის განმავლობაშ 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნებია:
ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.

კანდიდატი ქვეყნებია: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია.

რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

Print