რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში სასწავლო პროცესი განახლდა
დე ფაქტო აფხაზეთის განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ამინდის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

მინისტრის, მედეა ჩენგელიას თქმით, 2 თებერვლიდან გაკვეთილები „რესპუბლიკის ყველა რაიონში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - წერს აფხაზური მედია.

დიდთოვლობის გამო საგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში 31 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, აფხაზეთში სასწავლო პროცესი შეჩერდა.

Print