რეგიონი
ზუგდიდის სოფლებში გარე რეკლამები განთავსდება (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე რეკლამების განთავსების შესახებ დადგენილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. საკითხს საკრებულო წევრებმა

ერთხმად დაუჭირეს მხარი. ნებისმიერი სახის რეკლამის განსათავსებლად გამგეობა აუქციონს გამოაცხადებს.

საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას თქმით, რეკლამები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.

ერთ წელზე, გარე სარეკლამო საშუალების ფასადის ფასი ცენტრალური ქუჩების გასწვრივ მდებარე მიმართულებებზე 72 ლარი იქნება, ხოლო სხვა დასახლებებში - 50.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ დადგენილება დამტკიცდა, რომლის მიხედვით, თითოეულ სამორინე მაგიდაზე მოსაკრებელი 20 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ანაკლიასა და განმუხურში - 25 000. სათამაშო აპარატზე კვარტალში - 2000, ანაკლიასა და განმუხურში - 3000, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშებზე 250 000 ლარი იქნება.

 

 

Print