სამეგრელოში დიდთოვლობისას დაზარალებული ოჯახები დახმარებას მიიღებენ									
			
		
						
			
			
			
								დიდთოვლობის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევის
საკითხი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა,
მოადგილესთან და გამგებლებთან ერთად განიხილა.
სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა
აბაშაში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და წალენჯიხაში 5
ავარიული სახლი დააზიანა. დაზარალებულ ოჯახებს მთავრობა
ფულად დახმარებას გაუწევს.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები