რეგიონი
სამეგრელოში დიდთოვლობისას დაზარალებული ოჯახები დახმარებას მიიღებენ
დიდთოვლობის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევის საკითხი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, მოადგილესთან და გამგებლებთან ერთად განიხილა.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა აბაშაში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და წალენჯიხაში 5 ავარიული სახლი დააზიანა. დაზარალებულ ოჯახებს მთავრობა ფულად დახმარებას გაუწევს.




Print