რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის აბიტურიენტებისთვის მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში 5 ადგილი გამოიყოფა
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 6 თებერვლიდან 3 მარტამდე საშუალოს სკოლების კურსდამთავრებულებისთვის საბუთების მიღებას აწარმოებს. კონკურსის საფუძველზე აბიტურიენტები მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ჩაირიცხებიან.

რუსეთის ფედერაციის შესაბამისი განკარგულების თანახმად, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში, „აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“, ყოველწლიურად, ხუთი ადგილი გამოიყოფა.

პირველ ეტაპზე აბიტურიენტებმა უნდა დაწერონ განცხადება, რომელშიც სასურველ ფაკულტეტს მიუთითებენ, წარადგინონ „აფხაზეთის რესპუბლიკის შიდა და საზღვარგარეთის პასპორტების ასლები“, და ცნობა სკოლიდან აკადემიური მოსწრების შესახებ. მისაღები ტესტები 2017 წლის აპრილში ჩატარდება.


Print