რეგიონი
მოშიმშილე დევნილი თავის დაწვით იმუქრება (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილი ტარიელ ქობალია, რომელიც მეცამეტე დღეა შიმშილობს, სამინისტროს წინ თავის დაწვით იმუქრება. მისი თქმით, დევნილთა სამინისტროს მხრიდან უყურადღებობის გამო, ის იძულებულია პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს.

"ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ზოგს ტუჩი დაუჩირქდა, ვერ უძლებს ხალხი უკვე ამდენს. მეტი არ შემიძლია, კიდევ ორი დღე, რაც შემიძლია, იმდენს მოვითმენ ბოლომდე. მე თუ სახელმწიფოს პირადად არაფრად არ ვუღივარ, ზეგ ანუ ორ დღეში ავდგები და სამინისტროს წინ თავს დავიწვავ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას,"- ამბობს ქობალია.

მისგან განსხვავებით, საპროტესტო აქციის მონაწილე ორმა დევნილმა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 5 ადამიანი, ჩასახლების ეზოში სახელდახელოდ აგებულ კარავში, დაახლოებით, ორი კვირაა შიმშილობს. ისინი
მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. თავის მხრივ, დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინიჭებული ქულების გადამოწმება არ იგეგმება. დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი, ათეულობით წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ (ვიდეო)

ზუგდიდში რამდენიმე დევნილმა პირი ამოიკერა (ვიდეო)

მოშიმშილე დევნილები აქციის გაგრძელებას თბილისში გეგმავენ (ვიდეო)

ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებმა თბილისში გამგზავრება ვერ შეძლეს(ვიდეო)

დევნილების სააპლიკაციო ქულები ზუგდიდში მონიტორინგის ჯგუფმა გადაამოწმა (ვიდეო)

ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები დეპუტატ მერაბ ქვარაიას დახმარებას ითხოვენ




Print