რეგიონი
ხობში სპორტკომპლექსის მოწყობისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება
ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. ყოფილი კინოთეატრის "თუთარჩელას" შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

სამუშაოების ადგილზე გასაცნობად ხობში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია იმყოფებოდნენ.

სამინისტროს ცნობით, კომპლექსში გათვალისწინებულია საჭიდაო მოედნის, ჭადრაკის დარბაზის, საბილიარდეს, ფიტნესდარბაზისა და საუნის მოწყობა.

"ქალაქ ხობში სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები", - აცხადბენ უწყებაში.

მშენებლობაზე, რომლის ღირებულება 2 500 000 ლარზე მეტია, 30 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

Print