ახალი ამბები
სოხუმში წელიწადნახევარში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი ამოქმედდება
სოხუმში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი აშენდება. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანდზორ გოოვმა და აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელმა ევგენი ოლეინიკოვმა განაცხადეს.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით გაიმართა, სამომავლო გეგმებზე იასუბრეს.

"განიხილებოდა ტექნიკური და იურიდიული საკითხები, ასევე პროექტის რეალიზების მთავარი ეტაპები. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ამ პოლისებით აფხაზეთის და რუსეთის მოქალაქეებმა ისარგებლონ", - აღნიშნა გოოვმა.

ევგენი ოლეინიკოვმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას სტრატეგიული უწოდა და განაცხადა, რომ ცენტრში სამედიცინო დახმარების მიღებას მოსახლეობა აფხაზეთიდან გაუსვლელად შეძლებს. მისივე ცნობით, ცენტრში, რომლის მშენებლობა, სავარაუდოდ, წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს, პირველ ეტაპზე 4 განყოფილება იფუნქციონირებს: კარდიოქირურგია, ჰემოდიალიზის განყოფილება, ლაბორატორიული და რეპროდუქციული ტექნოლოგიები.
Print