რეგიონი
უკანონო ნადირობის ფაქტი პალიასტომის ტბაზე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, ქალაქ ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში, პალიასტომის ტბის მიმდებარედ, მონადირეთა 4 კაციანი ჯგუფი მოტორიანი ნავით გადაადგილდებოდა და ე.წ. "მანოკის" გამოყენებით ნადირობდა.

სამართალდამრღვევებს, მოტორიან ნავთან ერთად, 4 ერთეული თოფი, 10 მოკლული იხვი და 14 ერთეული ფიტული ჩამოერთვათ. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეცემა.

Print