რეგიონი
სოფელ სერგიეთში ახალი საფეხბურთო სკოლა შენდება (ვიდეო)
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ, მარტვილის გამგებელთან ერთად, დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე სხვადასხვა კომპლექსურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე 30 ადგილობრივია დასაქმებული.

ახალი საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე სავარჯიშო დარბაზი, მედპუნქტი, სასადილო, სამრეცხაო და ჩამოსული სპორტსმენებისთვის ოთახები იქნება.

საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

Print