რეგიონი
სოფელ სერგიეთში ახალი საფეხბურთო სკოლა შენდება (ვიდეო)
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ, მარტვილის გამგებელთან ერთად, დაათვალიერეს.

მ ეტაპზე სხვადასხვა კომპლექსურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე 30 ადგილობრივია დასაქმებული.

ახალი საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე სავარჯიშო დარბაზი, მედპუნქტი, სასადილო, სამრეცხაო და ჩამოსული სპორტსმენებისთვის ოთახები იქნება.

საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

Print