რეგიონი
გუბერნატორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მოადგილესთან, ზუგდიდის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სოფლის რწმუნებულებს შეხვდა. გუბერნატორმა მათგან სოფლის საჭიროებებსა და პრობლემებზე ინფორმაცია მიიღო.

შონიამ სხვადასხვა საკითხთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და თხილის მავნებლის წინააღმდეგ ჩასატარებელ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 1,5 ჰექტარი - უფასოდ, კომერციული ფართები კი შეღავათიან ფასებში შეიწამლება.

„სწორედ თქვენ გაკისრიათ ძალიან დიდი როლი, რომ არ დარჩეს არცერთი ნაკვეთი შეწამვლის გარეშე. შეიქმნება მთავარი შტაბი ზუგდიდში, ასევე შტაბები უშუალოდ სოფლებში უნდა შევქმნათ, სადაც გვეყოლებიან მოხალისეები და გაწერილი კალენდარული გეგმის მიხედვით მოვახდენთ მავნებელთან ბრძოლას,“ - მიმართა გუბერნატორმა რწმუნებულებს.

თავის მხრივ, მათ ძირითად საჭიროებად შიდა გზების და წყლის სისტემების მოწესრიგება დაასახელეს.

Print