გარდაცვლილის დედა ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში შიმშილობს (ვიდეო)
14:53 / 13.02.2017
ორი თვის წინ გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას
დედამ ირინა წურწუმიამ ზუგდიდის საავადმყოფოს
შენობის წინ შიმშილობა დაიწყო. ის შვილის
გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ სიმართლის
დადგენამდე საპროტესტო აქციას არ შეწყვეტს.
„ 19 წლის შვილი მომიკლეს და ამის პასუხს ვითხოვ. ვინ და რატომ
მომიკლა, გამთელებას ჩემი შვილისას არ ვითხოვ. აღიარონ, რომ დაუშვეს
შეცდომა და ჩემი შვილი მოკლეს. გამცენ პასუხი პნევმონიით ხალხი
კვდება? ‘’,- ამბობს ირინა წურწუმია.
ამ დროისათვის ექიმები კომენტარს არ აკეთბენ.
ცნობისთვის, ცირგაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის
რეფერალური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია 10 დღის წინაც
გამართეს. მათი თქმით, გარდაცვლილის ცხედარი საცხოვრებელი სახლის
ეზოში დაკრძალეს და მას საგვარეულო სასაფლაოზე მანამ არ
დაასაფლავებენ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.
მასალის გამოყენების პირობები