დღეს დილიდან ზუგდიდში თოვს. ქალაქის მერიის ცნობით, შესაბამისმა
სამსახურებმა უხვი ნალექისგან უკვე გაწმინდეს ყინულის სახლი და მწვანე
ნარგაობები.
მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საავტომობილო გზებზე იყრება
ტექნიკური მარილი.
თოვლს ქალაქში განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია.
მასალის გამოყენების პირობები