რეგიონი
ზუგდიდის სამ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ელექტროენერგია გრიგოლიშის, რიყის და ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულებს არ მიეწოდება.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, პრობლემურ ადგილებში სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას დენის მიწოდება უახლოეს მომავალში აღუდგება.

Print