რეგიონი
ზუგდიდში წიგნის საერთაშორისო კითხვის დღე აღნიშნეს (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა. ღონისძიება ,,ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყაროს’’ ფარგლებში რამდენიმე პოეტმა და ბიბლიოთეკის მკითხველმა სხვადასხვა ავტორების ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაიკითხეს.

,, ეს დღე იმით არის საინტერესო, რომ წიგნისაკენ მოახედებს მკითხველს. ადამიანს საინტერესო განზომილებები აქვს, მაგრამ ყველაზე საინტერესო არის სიღრმე და ამ განზომილებას სწორედ წიგნი სძენს მას ‘’, - აღნიშნა ფილოლოგიის მეცნირებათა დოქტორმა ზეინაბ სარიამ.

პროექტის მიზანია საზოგადოებაში კითხვის პოპულარიზაცია, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს წიგნი.

16 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა და ღონისძიებაში მონაწილეების რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს.

Print