რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის აბონენტების მცირე ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, ზუგდიდის შვიდ სოფელს: გრიგოლიში, ნაწულუკუ, რიყე,

რუხი, ტყაია, ჩხორია და ჭკადუაში - ელექტროენერგია არ მიეწოდება. ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში'' ამბობენ, რომ გათიშვები მასშტაბური არ არის, პრობლემურ ადგილებზე კი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

,,ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, რადგან მონაცემები ყოველ წუთს იცვლება. გათიშულ აბონენტებს დენის მიწოდება პირველ ნახევარში აღუდგებათ", - განუცხადა რადიო "ათინათს" ,,ენერგო-პრო ჯორჯიას'' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ურიდიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორი დღეა გადაუღებლად თოვს. უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის თოვლის საფარი უემეტეს სოფლებში ნახევარ მეტრს აჭარბებს, ხოლო ქალაქში 30 სმ-ს აღწევს.

 

 

 

Print