რეგიონი
დიდთოვლობამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
ჩხოროწყუში თოვლის საფარმა 60-70 სმ-ს მიაღწია. შიდა საუბნო გზებზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. უხვი ნალექის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლაში. ამასთან, ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს.

"ენერგო–პრო ჯორჯიას” ჩხოროწყუს ფილიალის დირექტორის განმარტებით, ყველა დაზიანებულ უბანში გასულია ტექნიკური სამსახური და ელექტროენერგია მოსახლეობას უახლოეს საათებში აღუდგება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზებს ინტენსიურად წმენდენ.

საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ გამგეობის ცხელი ხაზის ნომერზე: 599 85 65 77

Print