ახალი ამბები
ფოთში სანაპირო ზოლის მოწყობა მარტში დასრულდება
ფოთში სანაპირო ზოლზე თანამედროვე სტანდარტების ბულვარის მოწყობა მარტის ბოლოს დასრულდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის სამსახურის უფროსის ზურაბ ჯამბურიას ცნობით, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოწყობილია ყველანაირი ინფრასტრუქტურა: გასახდელები, საშხაპეები, განათების სისტემა და კაფე-ბარები. მალთაყვაში ბულვარის სიგრძე 2 კილომეტრი და 700 მეტრი იქნება.

ტენდერი, რომლის ღირებულება 4 მილიონ 180 ათასი ლარია, აზერბაიჯანულმა კომპანია „პირამიდა FR-მა" მოიგო.

Print